კარაგერი: “ლივერპულის” ფანებმა მთელ საფეხბურთო საზოგადოებას სიგნალი მისცეს”
“ლივერპულის” ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი მერსისაიდულ კლუბსა და ფანებს შორის გაფუჭებული ურთიერთობის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში “სანდერლენდის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის (2:2) 77-ე წუთზე “ლივერპულის” ქომაგების დიდმა ნაწილმა მატჩზე დასასწრებ ბილეთებზე დაწესებული მაღალი ფასი გააპროტესტა და ამის ნიშნად სტადიონი დატოვა.
“რატომ უნდა გახდეს სტადიონზე მისვლა რაღაცით ელიტარული? რატომ არ შეუძლია რიგით დასაქმებულ ადამიანს მატჩზე დასწრება? ეს არასამართლიანია.
რაც მატჩის დროს მოხდა, კარგი სანახავი ნამდვილად არ ყოფილა. სტადიონზე ქომაგებმა ერთმანეთთან დაიწყეს ჩხუბი. 2010 წელი გამახსენდა, როდესაც გუნდში განხეთქილება იყო. დაუშვებელია ამ სიტუაციის განმეორება. “ლივერპულის” ფანებმა ერთი უბრალო საპროტესტო აქცია კი არ ჩაატარეს, მათ მთელ საფეხბურთო საზოგადოებას სიგნალი მისცეს”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს “დეილი მეილი”.