WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (284684) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

იოზილიდან რაკიტიჩამდე: როგორი იქნებოდა “შალკეს” შემადგენლობა, ლიდერები რომ არ გაეყიდა

თარიღი: თებერვალი 12, 2016

როგორც იცით, მიმდინარე სეზონში გელზენკირხენის “შალკე” არც თუ ისე კარგად გამოიყურება, რისი მიზეზიც მეტწილად გერმანელთა სატრანსფერო პოლიტიკა გახლავთ.

არადა სავსებით შესაძლებელი იყო, რომ “ლურჯებს” მაღალი მიზნებისთვის ებრძოლათ. თუმცა “შალკეს” ხელმძღვანელობამ ცდუნებას ვერ გაუძლო და კლუბის ლიდერები გაყიდა.

სწორედ ასეთი იქნებოდა “შალკეს” შემადგენლობა, კლუბს ლიდერები რომ არ გაეყიდა:

მანუელ ნოიერი

პოზიცია: მეკარე

ასაკი: 29

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერნი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 203

მანუელ ნოიერი “შალკეში” 5 წლის ასაკიდან თამაშობდა. ის გერმანული გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელმაც გელზენკირხენელთა რიგებში 2011 წლამდე იასპარარეზა.

2010-11 წლების სეზონში გერმანიის თასის მოგების შემდგომ, გერმანელმა მეკარემ “ბაიერნში” მოისურვა კარიერის გაგრძელება, მიუხედავად ინგლისური გუნდების მხრიდან არსებული ინტერესებიდან და დღესაც ღირსეულად იცავს ბავარიული გრანდის კარს.

რაფინია

პოზიცია: მარჯვენა მცველი

ასაკი: 30

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერნი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 198

ბრაზილიაში მოთამაშე რაფინიას თავდაპირველად ყურადღება სწორედ გერმანულმა “შალკემ” მიაქცია 2005 წელს. შემტევი შესაძლებლობების მქონე მცველმა თავისი შესაძლებლობები გერმანიაში მშვენივრად წარმოაჩინა, რის შემდეგაც ყველასთვის გასაკვირად, ის “ჯენოას” შეუერთდა 2010-ში.

სერია ა-ში გამართული რამდენიმე ბრწყინვალე მატჩის შემდგომ, მისი გადაბირების სურვილი “ბაიერნს” გაუჩნდა. ასე აღმოჩნდა ბრაზილიელი მცველი მიუნხენში, ნოიერის გვერდით.

კირიაკოს პაპადოპულოსი

პოზიცია: ცენტრალური მცველი

ასაკი: 23

ამჟამინდელი კლუბი: “ბაიერ ლევერკუზენი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 93

კირიაკოსი გერმანულ გუნდში 2010 წელს გამოჩნდა. მან “შალკეს” მესვეურთა ყურადღება საბერძნეთში, “ოლიმპიაკოსის” რიგებში მაღალ დონეზე თამაშით მიიქცია.

კირიაკოსმა 93 მატჩის ჩატარება მოახერხა “ლურჯი” მაისურით, რის შემდგომაც მის მიმართ ინტერესი “ლევერკუზენის ბაიერმა” გამოიჩინა, “შალკემ” კი მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა.

ჰაიკო ვესტერმანი

პოზიცია: ცენტრალური მცველი

ასაკი: 32

ამჟამინდელი კლუბი: “ბეტისი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი:123

ჰაიკო ვესტერმანს მცველისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება გააჩნდა. მისი პირველი დიდი კლუბი სწორედ “ფელტინს-არენას” ბინადარი “შალკე” გახლდათ, რომელმაც ის “არმინიადან” გადაიბირა.

ვესტერმანმა მთავარი როლი ითამაშა გერმანული გრანდის წარმატებულ ასპარეზობაზე (ჩემპიონტა ლიგაში), ის გუნდის შეუცვლელი ფიგურა იყო, მანამ სანამ გერმანელებს “ბარსელონა” არ გამოაგდებდა ნახევარფინალიდან. რის შემდგომაც ის “ჰამბურგის” კაპიტანი გახდა (2010-ში).

ბენედიქტ ჰიოვედესი

პოზიცია: მარცხენა მცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 286

ბენედიქტი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა წარმატებულ შორის, რომელთა შენარჩუნებაც გელზენკირხენულმა გუნდმა მოახერხა.

მსოფლიო ჩემპიონმა, რომელსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, “შალკეს” მასიურით 286 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამასთანავე 32-ჯერ შესძლო ნაკრების რიგებში თამაშიც.

იოჰანსენ გაისი

პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ასაკი: 22

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 23

მიუხედავად იმისა, რომ “შალკეს” რიგებში იოჰანსენმა მხოლოდ 23 მატჩის ჩატარება მოახერხა, მან მაინც დიდი მოწონება დაიმსახურა კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან.

დიდწილად სწორედ 22 წლის გაისის დამსახურებაა, ის რომ “შალკე” ამჟამად გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს. მან კლუბის მიერ გატანილ 12 გოლში მიიღო მონაწილეობა.

ივან რაკიტიჩი

პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “ბარსელონა”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 135

ივან რაკიტიჩმა, რომელიც ამჟამად “ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლება, თავისი შესაძლებლობების წარმოჩენისათვის მადლობა პირველ რიგში “შალკეს” უნდა გადაუხადოს, რამეთუ სწორედ გერმანული გუნდის სკაუტმა შეამჩნია ის პირველად.

გერმანულმა კლუბმა “ბაზელში” მოთამაშე ხორვატი ნახევარმცველი 2007 წელს გაიფორმა. გერმანელთა ავანსები გამართლდა – ცენტრალურმა ნახევარმცველმა 135 მატჩში 16 გოლის გატანა და 29 ასისტის გაკეთება მოახერხა.

იულიან დრაქსლერი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 22

ამჟამინდელი კლუბი: “ვოლფსბურგი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 170

იულიან დრაქსლერი “შალკეს” მიერ წარმოებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტად ითვლება. რომ არა ტრავმები, ის შესაძლოა გაცილებით უფრო მაღალ დონეზეც მდგარიყო.

თუმცა მას ყველაფერი წინ აქვს – ის მხოლოდ 22 წლის არის. მან გულშემატკივართა გული მალევე მოიგო, თუმცა 170 მატჩში თამაშის შემდგომ, მან “შალკე” “ვოლფსბურგში” გაცვალა.

მესუტ იოზილი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 27

ამჟამინდელი კლუბი: “არსენალი”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 39

რაკიტიჩსა და იულიან დრაქსლერს ნახევარდაცვაში მესუტ იოზილიც შეუერთდებოდა “ვერდერში” რომ არ გადაბარგებულიყო 2006 წელს.

იოზილი “შალკეს” აკადემიაში 2005 წელს მივიდა და ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა, მისით ვერ მოიხიბლა და გერმანელ ნახევარმცველს გუნდის დატოვების საშუალება მისცა.

ლეროი სანე

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 20

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 42

მიუხედავად იმისა, რომ ლერო სანე სულ რაღაც 20 წლისაა, ევროპის არცერთი ტოპ კლუბი არ იტყვის გუნდში მის ყოლაზე უარს. სანემ გერმანულ გუნდში 42 მატჩის ჩატარება მოახერხა, მან თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა.

კლუბის ახალგაზრდული აკადემიის კიდევ ერთი გასაოცარი პროდუქტის შენარჩუნება “შალკეს” ძალიან გაუჭირდება. დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანელი შემტევი ნახევარმცველი მომავალ სეზონში ინგლისში ან ესპანეთში ვიხილოთ.

კლას-იან ჰუნტელაარი

პოზიცია: თავდამსხმელი

ასაკი: 32

ამჟამინდელი კლუბი: “შალკე”

“შალკეს” რიგებში ჩატარებული მატჩი: 201

“რეალში” და “მილანში” გატარებული წლების შემდგომ, ჰოლანდიელმა შემტევმა კარიერის გაგრძელება გერმანიაში გადაწყვიტა. ის “შალკეს” 2010-ში შეუერთდა.

ჰოლანდიელ თავდამსხმელს საკმაოდ ადვილად გამოსდის გოლების გატანა, მითუმეტეს, თუ ისეთი ნახევარმცველები ეყოლება უკან, როგორებიც არიან: იოზილი, დრაქსლერი, სანე და რაკიტიჩი.

Claudio-Ranieri



მსგავსი სიახლეები