ხედირა სათამაშოდ მზადაა
„იუვენტუსის“ ნახევარმცველს სამი ხედირას „ნაპოლისთან“ სერია ა-ს 25-ე ტურის მატჩში თამაში შეუძლია. როგორც ტურინელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გერმანიის ნაკრების წევრი ნეაპოლიტანელებთან შეხვედრისთვის 22-კაციან განაცხადში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ხედირა „კიევოსთან“ ანგარიშით 4:0 მოგებულ მატჩში დაშავდა, რის გამო ბოლო შეხვედრები გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში 28 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე სერია ა-ს 12 მატჩია, რომელშიც მან 3 გოლი და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.