მაიკლ ოუენი: “შესაძლოა, “ლესტერი” პრემიერ ლიგიდან გავარდეს”
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მაიკლ ოუენი აცხადებს, რომ შესაძლოა, მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ “ლესტერი” ინგლისის პრემიერ ლიგაში ვეღარ ვიხილოთ.
“ლესტერი” დაუჯერებელ სეზონს ატარებს. შესაძლოა, რანიერის გუნდმა წელს პრემიერ ლიგა მოიგოს, მაგრამ არ არის გამორიცხული, მომდევნო სეზონში კლუბი ჩემპიონატიდან გავარდეს. “ლესტერი” არ არის “ლივერპული” ან “მანჩესტერ იუნაიტედი – კლუბი, რომელიც სტაბილურად პრემიერ ლიგაშია.
ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, “ლესტერი” ფულს მიიღებს, რომელიც შეიძლება, კლუბის განვითარებას მოახმარონ. ვფიქრობ, ფულის გამოყენება იმ ფეხბურთელების შესანარჩუნებლადაც შეიძლება, რომელთა შეძენაც სხვა კლუბებს სურთ”, – აცხადებს ოუენი.
"@LCFC could go down next year!" @themichaelowen says players would choose to sign for @ManUtd or @LFC over #LCFC. https://t.co/fRUr3CRtxW
— Fletch And Sav (@FletchAndSav) February 13, 2016