ორტუგალია 3:29 საქართველო

თარიღი: თებერვალი 13, 2016

დღეს, ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ბორჯღალოსნებს პორტუგალიამ უმასპინძლა. გუნდებს შორის მე-20 რკენამ ბორჯღალოსანთა ბონუს ქულით გამარჯვებით ანგარიშით 29:3 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარი, განსაკუთრებით საწყისი ფაზა ძირითადად სტატიკაში მიმდინარეობდა და თამაშს ტემპი დააკლდა. რისი მიზეზიც მხოლოდ წვიმა და ქარიანი ამინდი არ ყოფილა, ბევრი შეცდომა დავუშვით, რასაც მალევე ქუბრიაშვილის სინ ბინი მოჰყვა და გუნდი 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. მაგრამ შერკინებაში ჩვენმა ბიჭებმა მაინც მოახერხეს მეტოქის დაჯაბვნა და პირველივე ჯარიმაც მოვიპოვეთ. მე-19 წუთზე კვირიკაშვილმა გუნდს 3 ქულა მოუტანა 3:0.

მალევე პორტუგალიელებს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიეცათ და ფრთის მოთამაშე ნუნუ სოუზა-გედეშმა ლობუშის ანგარიში გახსნა 3:3.

31:34-ზე შერკინებაში რამდენიმე ჯარიმისა და მსაჯის გაფრთხილების შემდეგ მასპინძელთა ბურჯი ბრუნო როშა გაუშვეს სინ ბინში. მალევე მატჩში ბორჯალოსნების პირველი ლელოც ვიხილეთ. დერეფანში მოგებული ბურთის შემდეგ აგორებული მოლით ჩვენმა ფორვარდებმა მეტოქის ნახევარზე ბურთი შეიტანეს. ლელოში ბურთი გიორგი თხილაიშვილმა დაამიწა. თუმცა კვირიკაშვილის გარდასახვას ძლიერმა ქარმა შეუშალა ხელი და ბურთმა კარში ვერ შეაღწია – 3:8.

მორიგმა ლელომაც არ დააყოვნა. ბორჯღალოსნების ლამაზი კომბინაციით შესრულებული გადაცემა და ვასკა ლობჟანიძის ეფექტური პასი კვირიკაშვილმა ლელოთი დაასრულა, გარდასახვაც მოაყოლა და პირველი ტაიმი ანგარიშით 3:15 დასრულდა.

მეორე ნახევარი ბორჯღალოსნებმა კარგი შეტევით დაიწყეს და ტაიმის მეორე წუთზევე ზურაბ ჟვანიას ლელოთი დააგვირგვინეს. ხაზი გიორგი თხილაიშვილმა გაჭრა და მეტოქის 22-მდე ირბინა. ამის შემდეგ ლობჟანიძემ დარტყმებზე შერკინება ათამაშა და შეტევა თანდათან მარჯვენა ფრთაზე გაგრძელდა. ბოლოს თითქოს ნემსაძე ლელოს მიუახლოვდა, მაგრამ შებოჭეს. ამის შემდეგ რაქიდან ლელოში უკვე ზურაბ ჟვანია შევარდა და დაამიწა. კვირიკაშვილის გარდასახვა ამჯერად ქარის მიმართულებით განხორციელდა და ანგარიში 3:22 გახდა.

მორიგი 20 წუთი კვლავ ჩვენების იერიშით გაგრძელდა და 26-ე წუთზე პორტუგალიელებმა საკუთარი ლელოს დაცვა ვეღარ მოახერხეს. მარცხენა ფრთაზე გაჭრა სანდრო თოდუამ, ორი მეტოქე მოიშორა და შემდეგ ოფლოუდით ბუკა შარიქაძეს გაატანა ბურთი, რომელმაც ბრძოლით ლელოში დაამიწა, რასაც გარდასახვა მოყვა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა – 3:29.

თამაშის ბოლო წუთებში პორტუგალიელებმა რამდენჯერმე კარგი იერიში განახორციელეს, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვეღარ შეძლეს და მატჩი ბორჯღალოსნების გამარჯვებით (ბონუსით) დასრულდა.

მატჩის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა