„მილანმა“ „ჯენოასთან“ რევანში აიღო
იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურის ბოლო დღე „სან-სიროზე„ დაიწყო, სადაც „მილანმა“ „ჯენოა“ მიიღო და ანაგრიშით 2:1 მდაამარცხა.
უკვე მე-5 წუთზე ანგარიში კარლოს ბაკამ გახსნა. მასპინძელთა უპირატესობა მეორე ტაიმში კეისუკე ჰონდას მიერ შორიდან ლამაზად და ზუსტად შესრულებული დარტყმის წყალობით გაიზარდა. შეხვედრის ბოლოს ჯანლუიჯი დონარუმამ გენუელთა დარტყმული მოიგერია, თუმცა იქვე „როსონერის“ ყოფილი ნახევარმცველი ალესიო ჩერჩი აღმოჩნდა, რომელმაც დამატებაზე ახალგაზრდა გოლკიპერს აჯობა და სხვაობაც შეამცირა.
ამგვარად, „მილანმა“ 43 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე დარჩა და ახლა, შესაბამისად, მე-3 და მე-4 ადგილებზე მყოფი „ფიუორენტინასა“ და „ინტერის“ ურთიერთშეხვედრის მოლოდინშია.
რაც შეეხებათ გენუელებს, ისინი 25 ქულით მე-16 ადგილზე დარჩნენ და გასავარდნ ზონამდე მხოლოდ 2 ქულა აშორებთ.
„მილანი“ – „ჯენოა“ 2:1
გოლები: ბაკა 5′, ჰონდა 64′ – ჩერჩი 90′
გაფრთხილებები: რომანიოლი 90′ – რიგონი 67′