ზიდანი: “ყოველთვის მიხარია ტოტის მოედანზე ხილვა”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალი” “რომას” დაუპირისპირდება. წყვილის პირველი შეხვედრა დღეს, იტალიის დედაქალაქში შედგება. “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
“რთული მატჩი იქნება. “რომა” კარგი, შეთამაშებული გუნდია, თუმცა მშვიდად ვარ, რადგან ამ შეხვედრისთვის სრულად ვართ მზად. მარსელო მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ასი პროცენტით იქნება მზად. მაინც მგონია, რომ იგი მოედანზე გავა.
ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია კლუბისთვის და ჩემთვის, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ფეხბურთელებისთვის არის.
რას იზამს ფრანჩესკო ტოტი კარიერის შემდეგ? ამას თვითონ გადაწყვეტს. ყოველთვის მიხარია მისი მოედანზე ხილვა”, – ზიდანის სიტყვები ესპანურმა გამოცემა “ასმა” გამოაქვეყნა.
მატჩი “რომასა” და “რეალს” შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.