მანჯუკიჩმა „ბაიერნის“ შეშინება ჯოკერის იმიჯით სცადა
„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრის წინ თავისი „ინტაგრამის“ გვერდზე სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც ის ბეტმენის პერსონაჟის ჯოკერის იმიჯითაა გამოსახული. როგორც ვარაუდობენ, ამ სურათით ის „ბაიერნის“ ამჟამინდელ თავკაც ხოსეპ გვარდიოლას მიმართავს, რომლის ხელმღვანელობით მან მიუნხენურ კლუბში ერთი სეზონი ითამაშა.
სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხორვატი „ბაიერნთან“ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.