მოურინიო: “ინტერს” არ გავწვრთნი”
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ თავის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის “ინტერში” არ იმუშავებს.
“მინდა, ვთქვა, რომ “ინტერში” არ ვიმუშვებ. რობერტო მანჩინის თავისი პროექტი აქვს, მე კი მაქვს იმის იმედი, რომ “ინტერის” ფანებს ისევ გაახარებენ.
სიმართლე გითხრათ, კლუბებს არ ვეძებ. ყველაფერი პირიქითაა, რამდენიმე კლუბის წარმომადგენელი დამიკავშირდა. ჯერ არ ვიცი, სად ვიმუშავებ მომდევნო სეზონში”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Guardian-ი.