რონალდო: “თუ მორატი კვლავ გახდება “ინტერის” პრეზიდენტი და დამიძახებს, მე დავბრუნდები”
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო მილანის “ინტერში” თამაშის პერიოდს იხსენებს და იტალიურ კლუბში ფუნქციონერის ამპლუაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
“ძალიან კარგი იქნებოდა მასიმო მორატისთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. “ინტერი” ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო და მაშინ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამ კლუბში ხუთი დიდებული წელი გავატარე. სერია A-ში გატარებული ის დრო ჩემი კარიერის საუკეთესო და ყველაზე რთული პერიოდი იყო. დავივიწყოთ ერთმანეთთან დაცილების ისტორია. იმ დროს ყველაფერი რიგზე არ გვქონდა. ერთმანეთს შეცდომები ვაპატიეთ.
შეიძლება თუ არა, რომ მე “ინტერისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდე? მე მუდმივად ვმოგზაურობ, ამიტომ ეს იოლი არ იქნება. ჩემი აკადემიის, საფეხბურთო სკოლისა და კიდევ სხვა პროექტებით ვარ დაკავებული, თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ. ჩემთვის “ნერიაძურისგან” გამოწვევის მიღება სასიამოვნო იქნებოდა. თუ მორატი კვლავ გახდება პრეზიდენტი და დამიძახებს, მე დავბრუნდები”, – რონალდოს კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.