“ანორთოსისის” ფანებმა თემურ ქეცბაიას ყალბი 500-ევროიანები ესროლეს (ვიდეო)
21 თებერვალს, კვიპროსის ჩემპიონატში, “ანორთოსისმა” საკუთარ მოედანზე თემურ ქეცბაიას “აპოელი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხა.
როგორ იცით, თემურ ქეცბაია “ანორთოსის” ლეგენდადაა მიჩნეული, ამ კლუბის ფანები კი ქართველი სპეციალისტის “აპოელში” მისვლამ ძალიან გააბრაზა. მატჩის დაწყებამდე, მასპინძელი გუნდის ფანებმა ქეცბაიას ყალბი 500-ევროიანები ესროლეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქეცბაიამ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
“ამ მატჩის მნიშვნელობა ძალიან კარგად ვიცოდით, რადგან მას მოედანსა და მის გარეთაც დიდი დატვირთვა აქვს. მსურს, ჩემი გუნდის ფეხბურთელებს მივულოცო. რაც შეეხება ინციდენტს, მინდა ვთქვა, რომ “ანორთოსისთან” ერთად დიდ წარმატებას მივაღიწე. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ, რასაც ბევრი არ ელოდა. მათი ჩემდამი ასეთი დამოკიდებულობა ძალიან ძნელადაა ასახსნელი. ვფიქრობ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც რაღაცის დაფასება არ იციან. ისინი ფეხბურთთან ახლოსაც კი არ არიან”, – თქვა ქეცბაიამ მატჩის დასრულების შემდეგ.