ანრიმ “ბარსას” დამარცხების ერთადერთ გზაზე ისაუბრა
როგორც იცით, ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის ეგიდით ლონდონში გაიმართება მატჩი, სადაც ადგილობრივი “არსენალი” კატალონიურ “ბარსელონას” მიიღებს.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ტიერი ანრიმ გააკეთა, რომელიც ორივე გუნდ ძალიან კარგად იცნობს: “არსენალი” უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მათი ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 30% იქნება.
მთელმა გუნდმა უნდა დაიცვას თავი, ფლანგელებმა საკუთარ ნახევარზე უფრო მეტი დრო უნდა გაატარონ ვიდრე მეტოქისაზე. ბურთს თამამად უნდა მოეპყრან.
ასეთ გუნდთან თამაშის შანსი ყოველთვის არ გეძლევა, ასე რომ მომზადებული უნდა იყო. “არსენალს” მოუწევს დროებით დაივიწყოს საკუთარი შემტევი თამაში და კონტრ-იერიშებზე გადაერთოს.
მათ უნდა აიძულონ “ბარსელონელები”, რომ ბურთის მოსაპოვებლად ბევრი ირბინონ. საკუთარ ნახევარზე თარეშის საშუალება არ უნდა მისცენ, ასეთ შემთხვევაში თავის დაცვა შეუძლებელი გახდება.”