გალიანი: „მილანი“ ტოტის შეძენას ცდილობდა“
„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მისი კლუბი „რომას“ ვეტერანი კაპიტნის ფრანჩეკსო ტოტის დამატებაზე არ ფიქრობს.
„ტოტის „მილანში“ მომავალი არ აქვს. მის შეძენას ვცცდილობდით, როცა ის ახალგაზრდა იყო, მაგრამ წელს მას 40 შეუსრულდება. სამწუხაროდ, ფეხბურთი ისეთი სპორტის სახეობაა, რომელშიც ასეთ ასაკში ძველებული მოთამაშე ვერ იქნები.
ჩვენი პოლიტიკა, რომელსაც არ შევცვლით, იმაში გამოიხატება, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იტლაიელი ფეხბრუთელი აღვზარდოთ“, – ციტირებს გალიანის „ლა გაძეტა დელო სპორტი“.