ქალ ფეხბურთელთა ნაკრების გამარჯვება დუბაიში
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა. ლევან ბაჯელიძის დებიუტი წარმატებული გამოდგა და მისმა გუნდმა მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 3-0 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლელა ჭიჭინაძე იყო, რომელმაც მეტოქის კარი სამჯერ აიღო. ჩვენი გოგონები მომდევნო ამხანაგურ მატჩს კვლავ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნულ გუნდთან 27 თებერვალს გამართავენ. 12 აპრილს კი, ევრო 2017-ის შესარჩევ შეხვედრაში ქართველი გოგონები სტუმრად ჩეხეთის ნაკრებს შეხვდებიან.
არაბეთის გაერთიანებული საამიროები – საქართველო 0-3
დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელი ცენტრი
საქართველო: ნადირაშვილი, სუთიძე (87’ ჩხარტიშვილი) , კოჭლამაზაშვილი, ტატუაშვილი, სხირტლაძე, პასიკაშვილი (კ), თოდაძე (71’ გორგაძე), ბაქრაძე (73’ ზაქაიძე), ჩემინავა, დანელია (84’ ბასილაძე), ჭიჭინაძე (84’ კვალიაშვილი)
გაფრთხილება: 13’ ბაქრაძე
გოლები: 5’, 29’, 67’ ჭიჭინაძე
სფფ-ს პრესსამსახური