ტოჰირმა, შესაძლოა, „ინტერი“ გაყიდოს
„ინტერის“ მფლობელი ერიკ ტოჰირი კლუბის გაყიდვის ალბათობას განიხილავს, რის შესახებაც ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „Gazzetta dello Sport“-ი იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ტოჰირმა „Goldman Sachs“-ს არამხოლოდ ახალი პოტენციური ინვესტორების, არამედ მყიდველთა მოძებნაც დაავალა.
შესაძლებელია, ინდონეზიელი ბიზნესმენისთვის მეორე გეგმად კლუბის აქციების 70%-ის გაყიდვა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ტოჰირმა მილანური კლუბი 2013 წელს შეიძინა.