“ბორჯღალოსნების” საესპანეთო განაცხადი
ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს სარაგბო ნაკრები ესპანეთს მიიღებს. შეხვედრა შაბათს, 27 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.
მილტონ ჰეიგის საესპანეთო განაცხადი ასეთია:
უკანახაზი [ბექები]
15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 გიორგი აფციაური, 13 დავით კაჭარავა, 12 თამაზ მჭედლიძე, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება [ფორვარდები]
1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 დუდუ ქუბრიაშვილი, 4 გიორგი ჩხაიძე, 5 გიორგი ნემსაძე, 6 შალვა სუთიაშვილი (კაპ), 7 გიორგი თხილაიშვილი, 8 ლაშა ლომიძე;
მარქაფა [სათადარიგოები]
23 გიორგი ფრუიძე, 22 ლაშა მალაღურაძე, 21 გიორგი ბეგაძე, 16 ზურაბ ჟვანია, 17 კახა ასიეშვილი, 18 ანტონ ფეიქრიშვილი, 19 ნოდარ ჭეიშვილი, 20 ბექა გორგაძე.
მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 და 5 ლარია და შეძენა როგორც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის, ასევე ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებშია შესაძლებელი.
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე