პსვ-ს მეკარემ მესის აჯობა
„პსვ ეინდჰოვენის“ მეკარე იერუნ ზუტი, გულშემატკივართა ვერსიით, ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რის შესახებაც უეფა-ს ოფიციალური საიტი იუწყება.
25 წლის ჰოლანდიელმა მეკარემ „ბარსელონასს“ თავდამსხმელ ლიონელ მესის გაუსწრო და ხმათა 44% დააგროვა. არგენტინელს, რომელმაც „არსენალთან“ დუბლი შეასრულა, ოთხ პროცენტზე ნაკლები ერგო.
შეგახსენებთ, ზუტმა „ალეტიკოსთან“ საშინაო შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
გამოთკითხვის მიხედვით, მესამე საფეხურზე „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალაა, რომლის ანაგრიშზე ხმათა 10%-ია.