ინსინიეს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ
„ნაპოლის“ თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე შეიარაღებული პირების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა შაბათს საღამოს, იტალიის დროით, 22 საათსა და 30 წუთზე, ნეაპოლის რაიონ ვომეროში მოხდა.
IAmNaples.it-ის ინფორმაციით, თავდამსხმელები ფეხბურთელს უთვალთვალებდნენ, შემდგომ კი მას იარაღით დაემუქრნენ და ფულთან ერთად სხვა ძვირფასეულობაც წაართვეს.
სათქმელია, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელებზე ეს თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი ამბის მსხვერპლი აქამდე ორჯერ მარეკ ჰამშიკიც ყოფილა.