პიკემ პეპის ფაქტორსა და “სიტიში” გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა
ხერარდ პიკეს თქმით, მისი სიყვარული “მანჩესტერ იუნაიტედის” მიმართ მას საშუალებას არ აძლევს, რომ “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდეს, რომელსაც უახლოეს მომავალში პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსას” აკადემიის პროდუქტმა “ოლდ ტრაფორდზე” 4 წელი გაატარა, მანამ სანამ “კამპ ნოუზე” დაბრუნდებოდა 2008 წელს, სადაც მან გვარდიოლასთან ერთად მოიგო : ლა ლიგის 3 ტიტული, 2 – კოპა დელ რეის და 2 – ჩემპიონთა ლიგის.
“მანჩესტერ იუნაიტედისადმი” არსებული ჩემი გრძნობები საშუალებას არ მომცემს, რომ “მანჩესტერ სიტიში” გადავბარგდე, მიუხედავად იმისა, რომ იქ პეპ გვარდიოლა დამხვდება.” – განაცხადა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად პეპ გვარდიოლა მიუნხენის “ბაიერნს” წვრთნის.