19-წლამდე ნაკრები მონტენეგროში ჩავიდა
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მონტენეგროში გაემგზავრა. გიორგი ყიფიანის გუნდი 28 თებერვალს ჩავიდა პოდგორიცაში, სადაც 1 და 3 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მონტენეგროს 19-წლამდე ნაკრებთან. ასაკობრივი გუნდი მონტენეგროში 20 ფეხბურთელით ჩავიდა.
საქართველოს 19 წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო);
მცველები: ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბილისი), დავით კობაური (დინამო თბილისი), რომან ჩაჩუა (შუქურა), გიორგი ახალაძე (სამტრედია);
ნახევარმცველები: შერმადინ ართმელაძე (ლოკომოტივი), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ლუკა ფოჩხუა (დინამო თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი პაპუაშვილი (ლოკომოტივი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), ნიკა ქორიძე (რეჯინა, იტალია), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბილისი), ენვერ ლილუაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი).
საქართველოს ნაკრები 24-29 მარტს სევილიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება, სადაც მეტოქეებად ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა ეყოლება.
სფფ-ის პრესსამსახური