ქართველმა 17-წლამდელებმა სომეხი 18-წლამდელები გაანადგურეს (ვიდეო)
1 მარტს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სომხეთის 18-წლამდე ნაკრებთან. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მე-8 წუთზე ისინი ერიკ პეტროსიანის გოლით დაწინაურდნენ.
მატჩში გარდატეხა ქართველებმა შესვენების შემდეგ შეიტანეს – ვასილ მაისურაძემ შეცვლებს მიმართა და თამაშიც შემოაბრუნა. საქართველოს ნაკრებმა ლევან ხარაბაძის (41-ე და მე-60 წუთები), გიორგი ჩაკვეტაძის (პენ.) (45) და ზურაბ დავითაშვილის (75) გოლებით 4:1 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ 15 წლის დავითაშვილისთვის ეს მატჩი სადებიუტო იყო ორი წლით უფროს ნაკრებში.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს ვასილ მაისურაძის გუნდი სომხეთთან 3 მარტს, 14 საათზე „მიხეილ მესხზე“ გამართავს.
საქართველო U17 – სომხეთი U18 4-1
თბილისი, „მიხეილ მესხი“
საქართველო U17: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (64’ ვირუბოვი), ქაფიანიძე (78’ კასრელიშვილი), ასათიანი (კ) (58’ შიხაშვილი), ხარაბაძე (78 ნიკოლეიშვილი), კუცია, ანდრონიკაშვილი (41’ ოზბეთელაშვილი), ნინუა (41’ შეწირული), სპანდერაშვილი (41’ დავითაშვილი), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (64’ ქავთარაძე).
მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
სომხეთი U18: შაშატუნი, მურადიანი (72’ გევორგიანი), ხაჩატრიანი, სარგსიანი (56’ სპრეციანი), მანუკიანი (58’ გრიგორიანი), ნადირიანი (კ) (72’ ტერ-პეტროსიანი), ე. მოვსისიანი, ავაგიანი (56’ ხარბუტიანი), ა. მოვსისიანი (41’ მელქოიანი), პეტროსიანი (72’ ნ. არუთინიანი), ჰ. არუთინიანი (66’ პოღოსიანი).
მთ. მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი.
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო).
გაფრთხილება: 25’ ნინუა, 29’ კუცია, 32’ ე. მოვსისიანი.
გაძევება: 66’ ჰ. არუთინიანი.
გოლები: 0-1 პეტროსიანი (8), 1-1 ხარაბაძე (41), 2-1 ჩაკვეტაძე (პენ.) (45), 3-1 ხარაბაძე (60), 4-1 დავითაშვილი (75).