გიუნდოგანს “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა სურს
ბრიტანული “დეილი მეილის” ცნობით, დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველ ილკაი გიუნდოგანს ზაფხულში კლუბის გამოცვლა აქვს განზრახული.
25 წლის ფეხბურთელით “ბარსელონა”, ტურინის “იუვენტუსი” და ლონდონის “არსენალი” არიან დაინტერესებულნი, თუმცა თავად გიუნდოგანს “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა და ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით თამაში სურს.
პრესაში გაჩნდა კიდეც ცნობა, რომლის თანახმადაც, გერმანელი ფეხბურთელი და ინგლისური კლუბი კონტრაქტზე შეთანხმდნენ, თუმცა “ბორუსიამ” ეს ინფორმაცია უარყო.
ცნობისთვის, ილკაი გიუნდოგანის შრომით ხელშეკრულებას ვადა 2017 წლის 30 ივნისს გასდის.