ხავიერ ერნანდესი: „ფერგიუსონს დღემდე ვესაუბრები“
ლევერკუზენის „ბაიერის“ თავდამსხმელის ხავიერ ერნანდესის თქმით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-თავკაცთან სერ ალექს ფერგიუსონს ის დღემდეც ხშირად ესაუბრება.
„ჩემთვის სერ ალექსი საუკეთესოა. მან ოცნების რეალობად ქცევის საშუალება და მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ კლუბში თამაშის შესაძლებლობა მომცა. ამისთვის მისი მადლობელი ვარ. ყოველთვის ვამბობ, რომ ფერგიუსონი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანია. მასთან დღემდე ვსაუბრობ. როდესაც „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი გვქონდა, ერთმანეთს შეტყობინებებს ვუგზავნიდით. მას პირადად ვესაუბრე, როცა „რეალში“ გადავდიოდი, მაშინ ფერგიუსონის სახლშიც ვიყავი. რა თქმა უნდა, ის ოჯახითაა დაკავებული და, ცდილობს, დრო დასვენებას დაუთმოს. კარიერა მან სწორედ ამის გამო დაასრულა.
ვან გაალი? რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როდესაც ვინმე შენში ასი პროცენტით დარწმუნებული არაა, მაგრამ ახლა მას გულახდილობისთვის მადლობას გადავუხდიდი. მან მითხრა, რომ კარგი წინადადების შემთხვევაში, წასვლის შესაძლებლობას მომცემდა“, – ციტირებს ჩიჩარიტოს ВВС.