აზარი: ” თუნდაც ცუდად ვთამაშობდე, აქ მაინც ბედნიერი ვარ”
ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა შემტევმა, ედენ აზარმა ყველა “არისტოკრატი” დაამშვიდა და ამავდროულად ცივი წყალი გადაასხა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც იწერებოდნენ, რომ აზარი მადრიდის “რეალში” აპირებდა გადასვლას, როცა განაცხადა, რომ ის ლონდონში ყოფნით ბედნიერია.
“ჩვენი მიზანი ყოველთვის ერთნაირია და ასეც იქნება – ტიტულების მოგება. თუმცა ტიტულის მოსაგებად, ჯერ მატჩი უნდა მოიგო, რისთვისაც მზად უნდა იყო, რამეთუ ყველას უნდა “ჩელსის” დამარცხება. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს და ვიმედოვნებ, რომ ტიტულებს მოვიგებთ.
აქ ყოფნით ყოველთვის ბედნიერი ვარ. თუნდაც ცუდად ვთამაშობდე, მაინც ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ ფეხბურთი ასეთია, ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ, რომ სახეზე ღიმილი შევინარჩუნო.”
მიუხედავად იმისა, რომ გუს ჰიდინკის ხელში “ჩელსიმ” მოუმატა და უკვე 11 მატჩია არ წაუგია, აზარი მაინც ვერ ახერხებს პრემიერ ლიგაში გოლის გატანას.