სფფ-ის აკადემიის გუნდებმა სომეხ თანატოლებს უმასპინძლეს
4 მარტს ტექნიკურ ცენტრ „ბასას“ ხელვნურსაფარიან მოედანაზე ორი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. სფფ-ს აკადემიის U14-მა და U15-მა გუნდებმა სომეხ თანატოლებს უმასპინძლეს. ქართველმა ფეხბურთელებმა ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 4:2 მოიგეს.
პირველი მატჩი 14-წლამდე გუნდებმა გამართეს. დაძაბული უხვგოლიანი შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა. ჩვენი მხრიდან თავი დვალმა (2), ფოცხცერიამ (პენ.) და კვარაცხელიამ გამოიჩინეს. სტუმართა შემადგენლობიდან კი დუბლი აცავერდიანმა შეასრულა.
არანაკლებ საინტერესო და დაძაბული გამოდგა 15-წლამდე გუნდების დაპირისპირებაც. გუნდებმა სტადიონზე შეკრებილ მაყურებლებს ლაღი ფეხბურთი შესთავაზეს. პირველი თამაშის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ქართველი ფეხბურთელების კარნახით წარიმართა. ჰეთ-თრიკით გულიაშვილი გამოირჩა, ერთი გოლი კი ჩოთალიშვილის ანგარიშზეა. სომეხთა მხრიდან ერთი გოლის გატანა აღასანიანმა შეძლო. ერთი ბურთი კი საკუთარ კარში გულხადარაშვილმა ჩაჭრა.
აქვე შეგახსენებთ, რომ სფფ-ს აკადემიის ასაკობრივი გუნდები ელიტ ლიგაში ასპარეზობენ და მეორე წრეს 11 მარტს განაახლებენ.
სფფ-ის პრესსამსახური