ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი
ბორჯღალოსნები თავიანთ ტრადიციულ მეტოქეს, რუს დათვებს ურთიერთსეხვედრების ისტორიაში მეოცედ 48 საათზე ნაკლებ დროში ერკინებიან. ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატის მე-4 ტურში რუსეთის ნაკრები სოჭში გვიმასპინძლებს. მატჩი საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს, ხოლო რადიორეპორტაჟის მოსმენა შესაძლებელია შემდეგ რადიო სადგურებზე: FM 102, 4 და FM 100,9.
ტრადიციულად, მატჩამდე 2 დღით ადრე ბორჯღალოსნების სამწვრთნელი შტაბმა ნაკრების სამატჩო რაზმი დაასახელა. ესპანეთთან თამაშის შემდეგ ბორჯღალოსანთა 15-ეულში ერთბაშად 4 სიახლეა:
9 ნომრად – მსოფლიოზე ‘ოლ ბლექსთან’ რკენის შემდეგ პირველად – იწყებს გამოცდილი ჰავბექი გიორგი ბეგაძე.
შეიცვალა ორივე ბურჯი: მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის ნაცვლად მარქაფიდან დაწინაურდნენ კახა ასიეშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი.
მღლეტელად – დაშავებული კოკი თხილაიშვილის მაგივრად – ითამაშებს საბა შუბითიძე, ვისთვისაც სოჭის რკენა კარიერის პირველი სერიოზული ტესტი იქნება.
მარქაფაში დაგვემატა დიდი ძალა – ტულონის მეორე’ხაზელი კოტე მიქაუტაძე
90-ე კეპს მიითვლის ვეტერანი ფორვარდი გიორგი ჩხაიძე, შალვა სუთიაშვილი კი მეთერთმეტედ უკაპიტნებს ნაკრებს.
სტატისტიკური ჭრილი
საქართველო და რუსეთი ამ შაბათს მეოცედ შეიბმებიან. 1993 წელს დაწყებულ მეტოქეობაში ბორჯღალოსნები ბევრად ჯობნიან დათვებს
17 გამარჯვება, 1 წაგება და 1 ფრე (ჯამში 476:224, ლ 52/13). 2002 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, რუსეთი უკვე ზედიზედ 14-ჯერ დავამარცხეთ.
სოჭი რუსეთ-საქართველოს რკენას მესამედ მასპინძლობს. 2011 წელს, წვიმაში, 15:9 გავიმარჯვეთ, ხოლო 2013 წელს მეტით, 23:9 მოვიგეთ.
Rugby.GE