ესპანეთის ნაკრები საქართველოს მადრიდში გაეჯიბრება
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი ჩატარდება, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დაადასტურა.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი “ჯვაროსნებს” 7 ივნისს, მადრიდში მიიღებს. შეხვედრა “კოლისეუმ ალფონსო პერესზე” გაიმართება, რომელიც “ხეტაფეს” საშინაო არენა გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ვისენტე დელ ბოსკესთვის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობის პერიოდში ეს ბოლო ამხანაგური მატჩი იქნება, ამის შემდეგ კი “ფურია როხა” ევროპის ჩემპიონატზე გადაერთვება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. 2012 წელს ესპანელებმა თბილისში მინიმალური სხვაობით, 0:1 იმარჯვეს. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, 2013 წლის 15 ოქტომბერს “ფურია როხამ” ალბასეტეში ანგარიში 2:0 გაიმარჯვა.