ვენგერი „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ: „კარგი მატჩი ჩავატარეთ“
„ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე მატჩში ანგარიშთ 1:3 მარცხის მიუხედავად, „არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი თავისი გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილი დარჩა.
„ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩავატარეთ. თამაშითა და ბრძოლით კმაყოფილი ვარ. გულდაწყვეტილი მხოლოდ შედეგის გამო დავრჩი. როდესაც ანგარიში 1:1 იყო, „ბარსელონამ“ კარგად და თავდაჯერებულად ითამაშა, მაგრამ მეტის გატანა ვერ შევძელით.
იმ გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელსაც სამი თავდამსხმელი ჰყავდა. მათ მომენტის შექმნა არაფრისგან შეუძლიათ, ისინი უბრალო ცხოვრებას ხელოვნებად აქცევენ. 90 წუთის განმავლობაში მესი ერთხელაც არ შემცდარა.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში იმ გუნდებთან ვმარცხებით, რომლებიც შემდგომ ჩემპიონთა ლიგას იგებენ. ერთადერთი გამონაკლისი „მონაკოა“.
საერთო ჯამში, ეს ჩინებული საფეხბურთო საღამო იყო“, – ციტირებს ვენეგრს უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი.