ალაბა: „ბენფიკა“ სახიფათო მეტოქეა“
„ბაიერნის“ მცველმა დავიდ ალაბამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრა შეაფასა, რომლის შედეგით, მისი გუნდი ლისაბონის „ბენფიკას“ შეხვდება.
„ამ მატჩებს მოუთმენლად ველით, მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ იქნება. „ბენფიკამ“ „ზენიტთან“ 1/8 ფინალის ორივე მატჩი მოიგო და 1/4 ფინალში ადგილი დაიმსახურა. ის სახიფათოა. რაც შეიძლება შორს გასვლა გვინდა. ჩვენი მიზანი ყველას დამარცხებაა“, – ციტირებს ალაბას უეფა-ს ოფიციალური ვებსაიტი.