ჰოჯსონი: “რუნის ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ აქვს”
ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცი, როი ჰოჯსონი დარწმუნებულია, რომ უეინ რუნი ევრო-2016-ისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ მას ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ აქვს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის არყოფნიდან გამომდინარე როიმ 24-კაციან განაცხადში სხვა ფორვარდები დაასახელა: ჰარი კეინი, დანიელ სტარიჯი, ჯეიმი ვარდი, ტეო უოლკოტი და დენი უელბეკი. სწორედ მათ მოუწევთ გერმანიისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებების კარის აღებაზე ფიქრი.
“დარწმუნებული ვარ, რომ იმ დროისთვის რუნი ფორმაში იქნება. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ დილემის წინაშე დადგომა არ მომიწევს. თუ ის 12 მაისისთვის სრულ მზადყოფნაში არ იქნება, შეიძლება არც წავიყვანოთ ტურნირზე. თავს უსიამოვნო სიტუაციაში ამოვყოფ.
არასდროს არ მითქვამს, რომ მას ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს და ჩემს გუნდში გარანტირებული არავის არაფერი არ აქვს.” – განაცხადა როიმ.