გიგზი: “ჩემი საკუთარი შვილი არ მაფასებს, ის ჩემს თავს ნეიმარს ამჯობინებს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი, რაიან გიგზი წუხს, რომ მის ვაჟს მამამისის თამაში არასდროს არ უნახია. გიგზმა საკუთარ შვილს უთხრა, რომ ის მესიზე სწრაფი იყო.
“ერთადერთი რამ, რაც მწყინს არის ის, რომ ჩემს ვაჟს ჩემი თამაშის ხილვის შესაძლებლობა არასოდეს ჰქონია.” – განაცხადა უელსელმა გიგზმა, რომელიც ამჟამად ლუი ვან გაალს ეხმარება.
“ჩემმა ვაჟმა ჩემზე მხოლოდ ის იცის, რომ “იუნაიტედში” რამდენიმე წელი ვითამაშე. დამივიწყეთ მე, მისი საყვარელი ფეხბურთელი – ნეიმარია, ბრაზილიელის შემდეგ ის რონალდოს აყენებს, შემდეგ კი მესის.
ის მე არ მაფასებს. ერთხელ ვუთხარი : “მამაშენი მესიზე სწრაფი იყო”, მან კი არ დამიჯერა: “არა , მე შენზე სწრაფი ვარ”. ერთხელაც, როცა ტელევიზორში ჩემს გოლს აჩვენებდნენ ვუთხარი, “ნახე ეს ერთ-ერთი საუკეთესო გოლია”. თუმცა ის უბრალოდ ოთახიდან გავიდა.”