19-წლამდე ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა
დღეს დილით საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა. 24-29 მარტს გიორგი ყიფიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ელიტ-რაუნდში ითამაშებს, იქამდე კი 5-დღიან მზადებას სწორედ ტურნირის მასპინძელ ქალაქში გაივლის. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ელიტ-რაუნდში ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი იქნებიან.
ქართველთა სათამაშო განრიგი კი ასეთია: 24 მარტი: ინგლისი – საქართველო 26 მარტი: ესპანეთი – საქართველო 29 მარტი: საქართველო – საბერძნეთი. გიორგი ყიფიანმა სევილიაში შემდეგი 18 ფეხბურთელი წაიყვანა:
მეკარეები – ოთო გოშაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო);
მცველები – ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ახალაძე (სამტრედია);
ნახევარმცველები – დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), შერმადინ ართმელაძე (ლოკომოტივი), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი);
თავდამსხმელები – გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (დინამო), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).
სფფ-ს პრესსამსახური