შესუსტებულმა აკადემიამ ოლიმპს მოუგო
საკალათბურთო სუპერლიგის 22-ე ტური თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაგრძელდა.
პირველი მატჩი ბოლოსწინა ადგილოსან “ოლიმპსა” და ბოლოადგილოსან “აკადემიას” შორის შედგა. სათქმელია, რომ “აკადემიამ” მწვრთნელებთან გია კაზანჯიანთან, გელა წულაძესთან და ტომარაძესთან ერთად ლიდერები ჯეი სთროუბრიჯი და მო ბრიგსი გაუშვა. ამიშ მიუხედაჩად, გიორგი ნიკოლაძის მომადებულმა გუნდმა გამარჯვება შეძლო.
პირველი მეოთხედი “აკადემიელთა” გამარჯვებით, 41:35 დასრულდა. ამ პერიოდში “აკადემიას” რიგებიდან 12 ქულით საუკეთესო ვლადიმირ კრისევიჩი იყო. 7 ქულა “ოლიმპიდან” ლაშა ფარღალავამ დააგროვა.
მესამე მეოთხედში “ოლიმპი” ქულით დაწინაურდა, თუმცა ბოლო მეოთხედში “აკადემიამ” მოახერხა და უპირატესობა დაიბრუნა, ” ოლიმპს” ჩვეული სამქულიანი სროლები ვერ გამოსდიოდა.
საბოლოოდ, მატჩი “აკადემიას” მოგებით, 76:70 დასრულდა.
საუკეთესო “აკადემიელთა” რიგებიდან მთლიანად მატჩში კრიშევიჩი იყო, რომელმაც ჯამში 18 ქულა, 2 პასი და 3 მოხსნა მიითვალა. “ოლიმპიდან” 19 ქულით საუკეთესო ბაინუმი იყო.
“ოლიმპი” – “აკადემია” 70:76 (18:20, 17:21, 21:13, 14:22)