22-ე ტური „რუსთავის“ მოგებით დასრულდა
საკალათბურთო სუპერლიგის 22-ე ტური „სოხუმისა“ და „რუსთავის“ მატჩით დასრულდა, რომელშიც გამარჯვება რუსთაველებმა იზეიმეს (71:77).
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობა, პირველი მეთხედი „რუსთავმა“ 2 ქულით მოიგო (17:19). დიდი შესვენების წინ „სოხუმმა“ ანგარიში გაათანაბრა. რუსთაველთა უპირატესობა მესამე მეოხედში გამოიკვეთა, რომელიც მათ 5 ქულით მოიგეს. ბოლო ათწუთიან პერიოდში კი რუსთაველებმა 6 ქულით გაიმარჯვეს.
საუკეთესო „რუსთავის“ მხრიდან 25 ქულით, 7 მოხსნითა და 2 პასით ნიკოლა გაჩეშა გამოირჩა. „სოხუმიდან“ 21 ქულით, 3 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო ფილიპ მილერი იყო.
ამ გამარჯვებით „რუსთავმა“ 32 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე დარჩა, „სოხუმი“ 34 ქულით მეოთხეა.
შემდეგ ტურში „სოხუმი“ „ოლიმპს“ შეხვდება, „რუსთავი“ – „დინამოს“.
„სოხუმი“ – „რუსთავი“ 71-77 (17-19, 17-15, 20-25, 17-18)