ვაკოს გოლი, კაშიას საგოლე (ვიდეო)
ჰოლანდიის ჩემპიონატის 28-ე ტურში “გრონინგენსა” და არნემის “ვიტესს” შორის გამართული მატჩი სტუმართა ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული გამოდგა. “ვიტესმა” ანგარიშით 3:0 იმარჯვა, აქედან ერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი მოედანზე რვა წუთის შემოსული იყო, როდესაც სტუმართა უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა. მესამე გატანილ გოლში კი გურამ კაშიამ ლომის წილი დაიდო. ქართველმა მცველმა ეფექტური გადაცემით მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა დომინიკ სოლანკე, რომელმაც კიპერს ბურთი თავზე გადაუგდო. პირველი გატანილი ბურთიც სოლანკეს ანგარიშზეა. აღსანიშნავია ის, რომ გოლი მანაც მოედანზე შემოსვლიდან რვა წუთის თავზე გაიტანა.
28-ე ტურის შემდეგ “ვიტესს” აქტივში 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიცია უკავია. “გრონინგენი” 34 ქულით მე-12 ადგილზეა.
ჰოლანდიის ერედივიზიონი
28-ე ტური
“გრონინგენი” — “ვიტესი” 0:3 (0:0)
გოლები: სოლანკე 73′, 85′, ყაზაიშვილი 78′.
გაფრთხილებები: ტიბლინგი 30′ — ოლინიკი 45′, ვან დერ ვერფი 54′, ოტა 72′.