“რეალი” ბეილის დასაჩუქრებას ახალი კონტრაქტით აპირებს
Daily Telegraph-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი” გარეთ ბეილისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, რომლის თანახმადაც ის კვირაში 300,000 ფუნტზე მეტს მიიღებს.
როგორც იცით, ბეილმა “სევილიასთან” გამართულ გუშინდელ მატჩში გოლის გატანა მოახერხა, რაც მისთვის 43-ე გოლი გამოდგა 76-ე მატჩში, რისი წყალობითაც მან გარი ლინეკერის რეკორდი დაამხო, რომელსაც “ბარსელონას” მაისურით 42 გოლი ჰქონდა გატანილი.
ახლა კი ფლორენტინო პერესი უელსელი შემტევის დასაჩუქრებას აპირებს კარგი ფორმისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ბეილის კონტრაქტი კიდევ 3 წლის მანძილზე არ ამოიწურება, ის მაინც აპირებს ახალი კონტრაქტის გაფორმებას.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბეილის მიმართ ინტერესი ამ ზაფხულშიც არის მოსალოდნელი. მის გადაბირებას სავარაუდოდ “პსჟ”, “ბაიერნი” და პრემიერ ლიგის რამოდენიმე კლუბი აპირებს.