გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში” ალკანტარას წაყვანა სურს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში” ტიაგო ალკანტარას წაყვანა სურს.
24 წლის ფეხბურთელი “ბაიერნს” 2013 წელს შეუერთდა, როცა გუნდის მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაინიშნა. ბავარიელებმა მასში 17 მილიონი გადაიხადეს.
როგორც ირკვევა, 45 წლის სპეციალისტს “სიტიში” ნახევარმცველის დამატება აქვს განზრახული, პირველი კანდიდატი კი სწორედ ალკანტარაა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.