მსოფლიოს ყველაზე ბინძურმა ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერის დებიუტი წითელი ბარათით აღნიშნა
ხერარდო ბედოია რეკორდსმენი ფეხბურთელია, რომელსაც ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი წითელი ბარათი აქვს მიღებული. ამ უკანასკნელმა სამწვრთნელო დებიუტი, სწორედ ამ ფერი ბარათის მიღებით აღნიშნა.
მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებულმა კოლუმბიელმა მცველმა, რომელსაც ნახევარდაცვაშიც თავისუფლად შეეძლო თამაში კარიერის მანძილზე 45 წითელი ბარათის მიღება მოახერხა. მან კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ სამხრეთ ამერიკაში გაატარა.
ბედოიას, რომელსაც “სანტა ფეს” პირველი გუნდის თავკაცობის შანსი მიეცა, პირველი მატჩის ჩატარება მთავარი მწვრთნელის, ალექისს გარსიას ასისტენტის როლში მოუწია. “სანტა ფე” “ხუნიორს” დაუპირისპირდა.
ბედოიას გუნდმა მალევე მოახერხა დაწინაურება, თუმცა ვლადიმერ ჰერნანდესმა მალევე შესძლო ანგარიშის გათანაბრება. ამ ყველაფერმა კი ბედოიას გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც მატჩის არბიტრსა და მის ასისტენტს, ნიკოლას როდრიგესს ადანაშაულებდა.
მსაჯებმა კოპა ამერიკის 2001 წლის გათამაშების გამარჯვებულის დამშვიდება ვერ მოახერხეს და ბოლოს გადაწყვიტეს, მისთვის მოედანზე ყოფნის უფლება წაერთმიათ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბედოიას ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ამ გუნდსი თამაშისას შეექმნა. კოლუმბიელმა “მილონარიოსის” ფეხბურთელს მხარი სახეში გაარტყა, რის გამოც მას 15-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.