19-წლამდელები ინგლისით იწყებენ
დღეს, თბილისის დროით 20 საათზე, ესპანეთში „ესტადიო ლუის როდრიგეს სალვადორზე“ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ-რაუნდის პირველ ტურში ინგლისს დაუპირისპირდება. შეხვედრას განსჯის დომინიკ ოუშენი (ავსტრია), რომელსაც მარკუს გუტში (ავსტრია), ტეოდორო სობრინო (ესპანეთი) და ალეხანდრო ერნანდესი (ესპანეთი) მიეხმარებიან.
გიორგი ყიფიანის გუნდი 19 მარტს ჩავიდა ესპანეთში და ტურნირისთვის მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპი იქ გაიარა. ელიტ-რაუნდამდე ჩვენმა გუნდმა ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა თბილისში ბულგარეთთან (0:0, 2:0) და სტუმრად მონტენეგროსთან (0:2, 2:0).
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში ასეთი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას:
მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო);
მცველები: ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ვლადიმერ
მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ახალაძე (სამტრედია);
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), შერმადინ ართმელაძე (ლოკომოტივი), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი);
თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (დინამო), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).
ინგლისელებთან დღევანდელი მატჩის შემდეგ ქართველთა სათამაშო განრიგი ასეთია: 26 მარტს ესპანეთი – საქართველო და 29 მარტს საქართველო – საბერძნეთი.
სფფ-ის პრესსამსახური