ვან ბასტენი: “კრუიფი ჩემი კუმირი იყო”
როგორც იცით, იოჰან კრუიფმა სიმსივნესთან ბრძოლა წააგო და 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, რასაც მისი თანაგუნდელი და თანამემამულე, მარკო ვან ბასტენი გამოეხმაურა, რომელიც კრუფითან ერთად “აიაქსში” თამაშობდა.
“იოჰანი ყოველთვის მისაბაძ ადამიანად მიმაჩნდა, ის ჩემი კუმირი იყო. ის ყოველთვის ახერხებდა ჩემი ყურადღების მიქცევას.
ყოველთვის ვუყურებდი იმ დიდი “აიაქსის” თამაშებს 1970-იანებში, სადაც ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ რუდ კროლი, იოჰან ნისკენსი და რა თქმა უნდა კრუიფიც. იმ დროს მე საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი. მათ ზედიზედ 3-ჯერ მოიგეს ევროპის თასი.
ეს გუნდი განსაკუთრებული იყო, მათი თამაშის ყურება უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებდა, იოჰანი კი ძალზედ ელეგანტური ფეხბურთელი იყო.
დღესაც მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, მე 15 წლის ვიყავი. ის კიბეებზე ჩამოდიოდა, მე კი მაღლა ავდიოდი. ყოველთვის მინდოდა მისთვის ხელის ჩამომერთმია და მეთქვა : ‘ჩემი სახელი დაიმახსოვრე’. თუმცა მაშინ ეს ვერ შევძელი.
ახლა კი, როცა მან დაგვტოვა ვაანალიზებ, თუ რა დიდი საქმე გააკეთა მან ფეხბურთისთვის და ნიდერლანდებისთვის.” – განაცხადა ვან ბასტენმა.