ფინალი: საქართველო – საფრანგეთი 26/03/16
ხვალ ფინალია! ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონები, უმცროსი ბორჯღალონები ხვალ, 26 მარტს ევროპის ჩემპიონ, საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრებს ერკინებიან.
ამრიგად გამეორდა შარშანდელი ფინალური წყვილი, როდესაც ტულუზაში მიმდინარე მაშინდელ ელიტ დივიზიონის ფინალში გუნდები პირველად შეებნენ. 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება. მეოთთხედ და ნახევარფინალების მსგავსად ფინალური რკენაც რაგბი ევროპის ვიდეო პორტალზე სთრიმის სახით გადმოიცემა >>> Rugbyeurope.tv
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ეს ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც ფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და საქართველო ხვდებიან. შარშანდელ ჩემპიონატში, რომელშიც ექვსი ერის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯერ ირლანდია, მერე იტალია დაამარცხეს და ფინალში მასპინძლებს შევხვდით – ფინალში საფრანგეთმა გაიმარჯვა.
წელს ევროპის ჩემპიონატზე (ყოფილი ელიტ დივიზიონი) მონაწილეობაზე ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და იტალიამ იუარეს, შედეგად, საქართველომ მეოთხედფინალში რუმინეთი 49:10, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალია 29:10 დაამარცხა. თავის მხრივ, საფრანგეთმა ესპანეთს 56:14, ხოლო ბელგიას 62:3 სძლია და წინ ფინალიღა დარჩა.
წინა მატჩისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. შეიცვალა შუამარბების წყვილი და კოტე ხამაშურიძისა და თორნიკე ჯალაღონიას ნაცვლად, თამაშს ლუკა მარგიანი და სანდრო სვანიძე იწყებენ, ანუ ის წყვილი, რომელმაც მეოთხედფინალში რუმინეთთან ითამაშა.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთის წინააღმდეგ:
უკანა ხაზი (ბექები): 15. ბექა მამუკაშვილი, 14. გიორგი ნარიმანიძე, 13. სანდრო სვანიძე, 12. ლუკა მარგიანი, 11. ივანე კალანდაძე, 10. გელა აფრასიძე, 9. ელგუჯა კიკვაძე;
შერკინება (ფორვარდები): 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ჯაბა შათირიშვილი, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.
მარქაფა (რეზერვი): 16. გიორგი ნუცუბიძე, 17. ლევან პაპიძე, 18. ლუკა აზარიაშვილი, 19. გიგა გრიგალაშვილი, 20. ალექსანდრე კალმახელიძე, 21. იოსებ ხეთაშვილი, 22. გიორგი წიკლაური, 23. კოტე ხამაშურიძე, 24. თორნიკე ჯალაღონია, 25. საბა ხურცილავა.
Rugby.GEf