ლუკაკუს მამა: ” ჩემმა შვილმა არჩევანი “მანჩესტერსა” და “ბაიერნს” შორის უნდა გააკეთოს”
რომელუ ლუკაკუს მამა აღიარებს, რომ მისი შვილის გადაბირებით რამოდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება.მისი აზრით უკეთესი იქნება, თუ მისი შვილი “ბაიერნში” ან “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა.
“ის მზად არის. როგორც ვიცი, მის მიმართ ინტერესი “ატლეტიკომ”, “ბაიერნმა”, “იუვენტუსმა”, “ჩელსიმ” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოიჩინა. ვფიქრობ, რომ მან არჩევანი “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის უნდა გააკეთოს.
“მანჩესტერი” არის გუნდი, რომელიც ჯერ კიდევ შენდება და რეალური მიზანი არ გააჩნია. “ბაიერნი” კი ნამდვილი მანქანაა, სადაც ის თავის დამკვიდრებას შეძლებს, თუმცა ამისათვის კლუბი ლევანდოვსკიმ უნდა დატოვოს.” – განუცხადა მისტერ ლუკაკუმ Het Laatste Nieuws-ის ჟურნალისტს.
22 წლის რომელუ ლუკაკუმ, რომელიც “ევერტონში” 2014 წელს “ჩელსიდან” გადაბარგდა (28 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ), მიმდინარე სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა 36 მატჩში.