“ჩელსის” მომავალი თავკაცი: მომიყვანეთ ნაინგონალი!
“ჩელსის” მომავალი თავკაცის, ანტონიო კონტეს პრიორიტეტული სამიზნე რაჯა ნაინგოლანი იქნება, რომლის გადაბირებით სერია ა-ს გიგანტი, “იუვენტუსიც” არის დაინტერესებული.
იტალიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი თვლის, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” დაცვითი თამაშის გაუმჯობესებაა საჭირო, რაშიც სწორედ ბელგიელი ნახევარმცველის დახმარებას აპირებს. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულში კლუბს დიდი ალბათობით ნემანია მატიჩი და ჯონ ობი მიკელი დატოვებენ.
რაჯა ნაინგოლანის გადაბირება, რომელიც მაისში 28 წლის ხდება, დაახლოებით 35 მილიონ ფუნტად იქნება შესაძლებელი. შედეგად “რომა” 28 მილიონიან მოგებას მიიღებს, რამეთუ ბელგიელი თვის დროზე “კალიარიდან” 7 მილიონის სანაცვლოდ შეისყიდეს.