პელეგრინის პრემიერლიგაში დარჩენა სურს
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ, რომელსაც ზაფხულში ამ პოსტზე ხოსეპ გვარდიოლა შეცვლის, განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში დარჩენა სურს. ჩილელი სპეციალისტი პრემიერლიგას მსოფლიოს საუკეთესო ტურნირად მიიჩნევს.
“არც ევროპაში და არც მსოფლიოში პრემიერლიგაზე საინტერესო ჩემპიონატი არ არსებობს. მინდა, რომ “სიტისთან” გაფორმებული კონტრაქტის დასრულების შემდეგ კარიერა კვლავ ინგლისში გავაგრძელო. აქ საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტია”, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.