The Sun: ჯერარდი “ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს
ბრიტანული გამოცემა “სანი” იუწყება, რომ “ლოს ანჯელეს გალაქსის” ნახევარმცველი” სტივენ ჯერარდი მომდევნო სეზონიდან “ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. 35 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ წელს კარიერის დასრულებას აპირებს. მან ისიც აღნიშნა, რომ მერსისაიდული გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს. წყაროს თანახმად, “წითლების” სამწვრთნელო შტაბში ჯერარდის დასაქმების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი სწორედ კლოპი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი “ლივერპულის” პირველი გუნდის ღირსებას 1998-დან 2015 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან 695 მატჩი ჩაატარა და 180 გოლი გაიტანა. ჯერარდმა მერსისაიდული გუნდის რიგებში ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი (2001, 2006), ქვეყნის ლიგის თასი (2001, 2003, 2012), ჩემპიონთა ლიგის თასი (2005), უეფას თასი (2001) და უეფას სუპერთასი (2001, 2005) მოიგო.