ზლატანმა დაადასტურა, რომ მისი გადაბირება პრემიერ ლიგის რამოდენიმე კლუბს სურს
“პარის სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მისი გადაბირების ინტერესი რამოდენიმე ინგლისურმა გრანდმა გამოთქვა.
“პრემიერ ლიგა არის ჩემპიონატი, რომელზეც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საუბრობენ. თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინო.
ჩემს მომენტს უნდა დაველოდო, დროს, როდესაც ყველა კარტი გაიხსნება და გამოჩნდება, თუ ვის უფრო მეტად ვუნდივარ. მაშინ კი გავაკეთებ ჩემს სვლას.
ქორწილისავით არის, ორივე მხარეს უნდა უნდოდეს შეთანხმება. თუ ერთი უკმაყოფილოა, შეთანხმება არ შედგება. ორივე მხარეს ერთნაირად უნდა უნდოდეს.”
შეგახსენებთ, რომ შვედი თავდამსხმელის გადაბირება ზაფხულში უფასოდ იქნება შესაძლებელი, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი ხელფასი კვირაში 150,000 ფუნტზე ნაკლები არ უნდა იყოს.
Daily Mail