ქართულ-ყაზახური დაპირისპირების ქრონიკა
საქართველოს ნაკრები კალენდარული წლის პირველ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით “დინამო არენაზე” ყაზახებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.
საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეს სულ სამი მატჩი აქვთ ჩატარებული. ბალანსი აბსოლუტურად დაცულია: 2005 წელს ყაზახეთში გამართული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მაშინ ორივე გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. იმავე წელს თბილისში ჩატარებული მატჩი უგოლოდ მიილია. ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ბოლოს 2013 წელს, ასტანაში ითამაშეს. იმ შეხვედრაში მასპინძლებმა ერთი გატანილი გოლის წყალობით იმარჯვეს. თანაბარია გატანილი და გაშვებული ბურთების მაჩვენებელიც: 2-2.
- ყაზახეთი 1:2 საქართველო — 17.08.2005 ალმათი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი;
- საქართველო 0:0 ყაზახეთი — 08.10.2005 თბილისი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი;
- ყაზახეთი 1:0 საქართველო — 14.08.2013 ასტანა, ამხანაგური მატჩი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური მატჩი სამშაბათს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა “დინამო არენას” სალაროებშია შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია.