ყაზახთა თავკაცი: “შედეგით კმაყოფილები ვართ”
საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის “დინამო არენაზე” გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრა სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტალგატ ბაისუფინოვმა შეაჯამა:
“მადლობას ვუხდით საქართველოს ხარისხიანი თამაშისთვის. ვითამაშეთ ისე, როგორც ვგეგმავდით, ანუ შედეგიან რეზულტატს მივაღწიეთ. ამ მიკროციკლში, ამ ორ ამხანაგურ მატჩში ჩვენ ვაჩვენეთ ხარისხიანი ფეხბურთი და მივაღწიეთ დადებით შედეგს, რაც ჩვენს გულშემატკივარს სურს. ასე რომ, მადლობა ფეხბურთელებს.
ნაკრების ნებისმიერ მატჩში მნიშვნელოვანია შედეგი. ბოლოს საკმაოდ დიდი ხნის წინ ვითამაშეთ ორი თამაში ზედიზედ, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო შეთამაშება. სამწვრთნელო შტაბმა თავისი ამოცანა შეასრულა, ფეხბურთელებმა დავალებას თავი გაართვეს. რაც შეეხება ცვლილებებს, გვინდოდა ექვსივე შეცვლის გამოყენება. ჩვენ დროის გაყვანა არ გვსურდა, ჩვენ გვინდოდა ფეხბურთის თამაში. ორი დღის წინათ თურქეთში აზერბაიჯანთან ვითამაშეთ, ახლა საქართველოში ჩამოვედით და უბრალოდ ცოტა დრო გვქონდა ძალების აღდგენისთვის.
მსაჯობას არ შევაფასებ. ყაზახეთში ასე გადავწყვიტეთ. საერთაშორისო დონეზე ამაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს. იყო საკამათო ეპიზოდები, თუმცა ასეთია ფეხბურთი”, – აღნიშნა ბაისუფანოვმა.