ოზილი “რეალში” არ დაბრუნდება
ბოლო დროს გავრცელდა ჭორები მესუთ ოზილის “მადრიდის რეალში” დაბრუნებასთან დაკავშირებით. ოზილის აზრით კი საუბრები ამ საკითხზე მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციებია.
“ზიდანი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო, იგი არ თამაშობდა ფეხბურთს, ფეხბურთით ცხოვრობდა. ფრანგი ლეგენდა მე მისი კარიერის დასრულებისას გავიცანი და ის ყოველთვის მზად იყო რჩევა მოეცა ჩემთვის” – საქებარი სიტყვები არ დაიშურმა თურქი ფესვების მქონე გერმანელმა “მადრიდის რეალის” მწვრთნელის მიმართ.
“მაგრამ ეს არანაირად არ აისახება ჩემს მომავალზე. ამჟამად მხოლოდ “არსენალზე” ვფიქრობ და ნებისმიერი ჭორი ჩემს მადრიდში დაბრუნებაზე სპეკულაციაა” – ყველანაირი იმედი გადაუწურა საკუთარ მადრიდელ ფანებს.
ოზილი არსენალში 2013 წელს გადავიდა 42 მილიონ ფუნტად, მას შემდეგ გერმანელის კარიერა ისეთი შთამბეჭდავი აღარ არის როგორიც მადრიდში იყო, მან 109 თამაშში მხოლოდ 19 გოლის გატანა მოახერხა.