რაიოლა: “იბრას ძალიან ბევრი შემოთავაზება აქვს”.
როგორც მოგეხსენებათ ამ ზაფხულს ვეტერანი შვედი, რომელიც ასაკის მიუხედავად მაინც მოწოდების სიმაღლეზეა, თავისუფალი აგენტი ხდება. იბრას მსურველები არასდროს აკლდა და არც ახლა განიცდის უყურადღებობას. იბრას მომავალს ერთ-ერთი ინტერვიუში შვედის პირადი აგენტი მინო რაიოლა განიხილავს.
“მე ხშირად ვეუბნები მას, რომ ასეთი აზროვნებით ის უმაღლეს დონეზე კიდევ მინიმუმ ხუთ წელიწადს ითამაშებს. იბრა არანორმალურ ენერგიას ფლობს, რაც ასაკის მიუხედავად მას უკეთესობისკენ უბიძგებს. ზლატანი “სუპერმენია”, ის ჯერ კიდევ აკეთებს იმას, რაც ჩვეულებეივ ადამიანებს აზრადაც არ მოსდით”.
რაც შეეხება უშუალოდ ზლატანის მომავალს – “ჩვენ ხელთ გვაქვს რამდენიმე ათეული შემოთავაზება, რამდენიმე კონტინენტიდან!! ჩემი სამკვირიანი შვებულების შემდეგ, ვფიქრობ ნათლად გვეცოდინება რომელ კლუბსა და ჩემპიონატს ავირჩევთ”.
“დიახ! “პსჟ” ცდილობს დაიყოლიოს იბრა დარჩენაზე, რაც ერთ-ერთი ვარიანტია. პრემიერ ლიგა? “მანჩესტერ სიტის გარდა (სადაც გვარდიოლა მოდის სამუშაოდ) ფაქტობრივად ყველა გრანდისგან გვაქვს შემოთავაზება. იტალია? აქ ყველა გუნდს აქვს შანსი გამონაკლისის გარეშე! ნაპოლისაც კი”.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრესაში ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია ჩინური კლუბების ინტერესის შესახებ. თითქოს ისინი ზლატანს 2 სეზონში 70 მილიონს სთავაზობდნენ ხელფასს. მოკლედ დაველოდოთ როდის გაუვა რაიოლას შვებულება და რას გადაწყვეტს იბრა.